პასტორე რომას დატოვებს? - გალაქსი თუ ზენიტი?
Aa
Aa

პასტორე რომას დატოვებს? - გალაქსი თუ ზენიტი?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დიდი შანსია, ხავიერ პასტორემ „რომას“ რიგები დატოვოს და კარიერა შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გამოცემის მტკიცებით, 31 წლის გამთამაშებელი ამერიკული და რუსული კლუბების წინადადებებს განიხილავს. საუბარი კონკრეტულად „ლოს ანჯელეს გალაქსისა“ და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტზეა“.

ეს კლუბები პასტორეს აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ და სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, წესით, საბოლოო ტრანსფერამდე მისვლა დიდი პრობლემა არ უნდა გახდეს.

გამოცდილმა არგენტინელმა რომაელთა რიგებში 2019-20 წლების სეზონში მხოლოდ 15 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია. მას „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, პასტორეს ღირებულება 8 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები