Aa
Aa

ვილიარეალი თუ გრანადა? - რეალს კუბოს ევროტურნირების კლუბში განათხოვრება სურს

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, „რეალის“ იაპონელი ტალანტი, ტაკეფუსა კუბო „ვილიარეალში“ იჯარით გადასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

19 წლის აზიელის გადაბირებით პირადად „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალი დამრიგებელი, უნაი ემერია დაინტერესებული. კლუბმა „რეალთან“ მოლაპარაკებები სწორედ ემერის ინიციატივით წამოიწყო.

აღსანიშნავია, რომ კუბოს „ვილიარეალში“ ერთწლიანი იჯარით გაშვების სურვილს „სამეფო კლუბიც“ გამოთქვამს. მადრიდელთა ინტერესებშია, რომ ახალგაზრდა შემტევმა ევროტურნირებზე თამაშიც გამოცდილებაც მიიღოს.

თუმცა, ამ მხრივ „ბლანკოსის“ კიდევ ერთი ფავორიტი „გრანადაა“, რომელიც ასევე ევროპა ლიგაზე ითამაშებს და კუბოს თავის რიგებში ხილვა მასაც სურს.  იმავე AS-ის ცნობით, იაპონელის იჯარის შესახებ „რეალს“ ლა ლიგის გასული სეზონის მე-17 ადგილოსანმა, ვიგოს „სელტამაც“ მიმართა.

ტაკე კუბომ გასული სეზონი „მალიორკაში“ გაატარა და პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ 35 მატჩში 4 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. მას „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები