Aa
Aa

"ოპერაცია კავანი" - ბენფიკა ურუგვაელის დამატებასთან ახლოსაა

პორტუგალიური Abola-ს ინფორმაციით, ლისაბონის „ბენფიკასა“ და ედინსონ კავანის შორის მოლაპარაკებები პოზიტიურ ნოტაზე მიმდინარეობს.

გავლენიანი გამოცემა გვამცნობს, რომ ბოლო საათებში მხარეებს შორის საუბარი სერიოზულ ფაზაში შევიდა და ურუგვაელი ვარსკვლავი „და ლუჟზე“ გადასვლასთან საკმაოდ ახლოსაა. როგორც ირკვევა, დიდი შანსია, ტრანსფერი უახლოეს დღეებში დაიხუროს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

„არწივების“ ხელმძღვანელობა კავანის 8 მილიონი ევროს ოდენობის პრემიას კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე სთავაზობს, შემდეგ კი მისი წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ლისაბონელები კავანის მოხიბვლას ჟორჟე ჟესუშის ამბიციური პროექტით აპირებენ. გამოცდილ მწვრთნელს კლუბის პრეზიდენტი დაჰპირდა, რომ „ბენფიკას“ რიგებს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერით შეავსებს.

ედინსონ კავანის პსჟ-სთან კონტრაქტი უკვე ამოეწურა და მსურველ კლუბს მისი გადაყვანა უფასოდ შეუძლია, რისთვისაც მხოლოდ 33 წლის ფორვარდის ფინანსური ამბიციების დაკმაყოფილებაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები