Aa
Aa

"ვფიქრობ, ვირჯილის სუსტი მხარე ესაა" - ტურემ ვან დეიკის სუსტი მხარე დაასახელა

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, კოლო ტურემ ვირჯილ ვან დეიკის შესახებ ისაუბრა და მის ერთ-ერთ სუსტ მხარეზე გააკეთა აქცენტი.

„ვან დეიკი წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელია, ტოპ კლასის მოთამაშე, რომელსაც პრაქტიკულად ყველაფერი აქვს: სისწრაფე, სიმაღლე, ნახტომი, ტექნიკა და გრძელი პასები.

სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ არ მინახავს მეტოქე, რომელიც მას ერთი ერთზე ეთამაშება და, ვფიქრობ, ვირჯილის სუსტი მხარეც ესაა. ის ძალიან მაღალია და თუკი ბურთთან ერთად აგრესიულად შეუტევ, შეგიძლია ჩამოიშორო. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან ჭკვიანია და ასეთ დროს თავისი შესანიშნავი ვარდნის გამოყენებაც შეუძლია.

მას გვერდით ჰყავს ჯო გომესი და ასევე სხვა კარგი ფეხბურთელები, რომლებიც ეხმარებიან და თამაშს უმარტივებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არაერთი ბრწყინვალე თვისება აქვს“.

ტურემ კარიერის 7-წლიანი წარმატებული მონაკვეთი „არსენალში“ გაატარა, უკვე ასაკოვანი კი „ლივერპულში“ გადავიდა და მისი ღირსება 3 სეზონის განმავლობაში დაიცვა, ფეხბურთის თამაშს თავი კი 2017 წელს გლაზგოს „სელტიკის“ მაისურით დაანება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები