Aa
Aa

უაითი: „გარანტიას გაძლევთ, რომ კონორი 2020 წელს არ იჩხუბებს"

UFC-ის პრეზიდენტი, დეინი უაითი აცხადებს, რომ კონორ მაკგრეგორს 2020 წელს ოქტაგონზე ვერ ვიხილავთ. უაითის თქმით, ირლანდიელს ხელთათმანები ლურსმანზე აქვს ჩამოკიდებული და წლეულს ცვლილებები არაა მოსალოდნელი.

„კონორ მაკგრეგორს 2021 წლამდე კარიერა დასრულებული აქვს. მისი მონაწილეობით ბრძოლა არაა ჩანიშნული და წლეულს ოქტაგონზე ნამდვილად არ გავა. მაკგრეგორი UFC-ში 2021 წლამდე არ დაბრუნდება და გარანტიას გაძლევთ, რომ კონორი 2020 წელს არ იჩხუბებს.

მაკგრეგორს ბრძოლის გამართვა რომ სურდეს, აუცილებლად შემატყობინებდა, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. მე არ ვარ ფოკუსირებული იმ მებრძოლებზე, რომლებიც ჩხუბს არ აპირებენ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონორს კარიერა დასრულებული აქვს“.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა UFC-ში ბოლოს 19 იანვარს იჩხუბა და დონალდ სერონი გაანადგურა. ირლანდიელი 2020 წელს სამი ბრძოლის გამართვას გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა და 6 ივნისს MMA-ის მებრძოლის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები