არსენალი ობამეიანგს ანაზღაურებას უზრდის - რა სურს თავად ფეხბურთელს?
Aa
Aa

არსენალი ობამეიანგს ანაზღაურებას უზრდის - რა სურს თავად ფეხბურთელს?

FA Cup-ის ფინალში „ჩელსისთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ, „არსენალი“ თავისი ლიდერის პიერ-ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნებაზე მუშაობას იწყებს და გაბონელს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს.

ბრიტანული Mirror-ის ცნობით, „მეთოფეები“ ფორვარდს ხელშეკრულების 3 წლით გახანგრძლივებას და ანაზღაურების სახით კვირაში 250 ათას ფუნტს სთავაზობენ.

ამ მომენტისთვის ობამეიანგის ანაზღაურება კვირაში 180 ათასი ფუნტია. „კანონირების“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა კლუბს თავისი ლიდერის შენარჩუნებას სთხოვს და მომდევნო სეზონისთვის მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

როგორც ცნობილია, ობამეიანგი კარიერის ლა ლიგაში გაგრძელების სურვილს გამოთქვამს და კონკრეტულად „ბარსელონას“ წინადადებას ელოდება, რომელიც ლაუტარო მარტინესის ვერშეძენის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმად სწორედ გაბონელს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები