Aa
Aa

არტეტას რაკიტიჩის გადაბირება სურს - ხორვატს პრემიერ ლიგა არ ხიბლავს

„ბარსელონას“ ფეხბურთელს, ივან რაკიტიჩს ახალი მსურველი გამოუჩნდა. Le 10 Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი ნახევარმცველის გადაბირება „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას სურს.

„მეთოფეების“ თავკაცი რაკიტიჩს პირადად დაუკავშირდა და მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა. არტეტა 32 წლის ჰავბეკს სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრა და მოახსენა, რომ ლონდონში გადასვლის შემთხვევაში, იგი ნახევარდაცვის ლიდერი გახდება.

არტეტას შეთავაზების მიუხედავად, რაკიტიჩს „ნისლიან ალბიონზე“ თამაში არ ხიბლავს. Le 10 Sport-ის მიხედვით, ხორვატმა სატელეფონო საუბრისას „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს აუწყა, რომ მისი პრიორიტეტი სერია A და ლა ლიგაა.

ბოლო დღეებია რაკიტიჩის წასვლის შესახებ აქტიურად იწერება. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ბარსელონა“ 32 წლის ფეხბურთელს 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა და მისი გადაბირების ყველაზე კარგი შანსი ამ ეტაპზე „სევილიას“ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები