Aa
Aa

სმოლინგი იუვენტუსის რადარზე - ბიანკონერი ბერნარდესკის თმობს

ტურინის „იუვენტუსი“ კრის სმოლინგისთვის ბრძოლაში ჩაერთო. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა, „მანჩესტერის“ დასაყოლიებლად ტრანსფერში ფედერიკო ბერნარდესკი ჩართოს.

სმოლინგმა გასული სეზონი იჯარის წესით „რომაში“ გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ჯალოროსის“ ინგლისელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა მხარეები დეტალებზე ვერ თანხმდებიან და Manchester Evening News იტყობინება, რომ 30 წლის უკანახაზელი „ოლდ ტრაფორდზე“ ამ კვირაში დაბრუნდება.

„ბიანკონერი“ შექმნილ ვითარებას აკვირდება და Calciomercato-ს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა უახლოეს პერიოდში „მანჩესტერს“ წინადადებითაც მიმართოს. ტურინელები დიდი თანხების გადახდას არ აპირებენ და ბერნარდესკისთან გამოთხოვებას სწორედ ამიტომ გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ Daily Star სმოლინგის მომავალს „ინტერს“ უკავშირებს და აცხადებს, რომ „მანჩესტერს“ მისი მილან შკრინიარის ტრანსფერში ჩართვა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები