Aa
Aa

კონტრაქტის დეტალები - რას სთავაზობდა რეალი ლევანდოვსკის 2013 წელს?

პოლონურმა გამოცემა Onet Sport-მა იმ კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა, რომელიც მადრიდის „რეალმა“ 2013 წლის დეკემბერში რობერტ ლევანდოვსკის შესთავაზა.

როგორც ირკვევა, ხელშეკრულება 2020 წლის ივნისის ბოლომდე გახლდათ გათვლილი და მისი გაფორმების სანაცვლოდ, „სამეფო კლუბი“ მზად იყო, ლევანდოვსკისთვის ბონუსის სახით 10 957 650 ევრო გადაეხადა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაბარგების შემთხვევაში, პოლონელის ხელფასი ყოველწლიურად 9 609 590 ევრო იქნებოდა. ამასთან ერთად, კონტრაქტში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ლევანდოვსკის „რეალში“ გადასვლის შემდეგ, სხვადასხვა აქტივობა აკრძალული ექნებოდა. საუბარი მოტოციკლის ტარებას, თხილამურებით სრიალს, კლდეზე ცოცვასა და პარაპლანით ფრენას ეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის არ სურდა კარიმ ბენზემას შემცვლელი ყოფილიყო და „სამეფო კლუბი“ უარით სწორედ ამიტომ გაისტუმრა. თანაც იმ პერიოდში მას „ბაიერნთან“ სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეული ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები