იმობილე ევროპის ოქროს ბუცის მფლობელია !
Aa
Aa

იმობილე ევროპის ოქროს ბუცის მფლობელია !

''ლაციოს'' 30 წლის ფორვარდი ჩირო იმობილე ევროპის ოქროს ბუცის მფლობელია. 2019-20 წლების სეზონში იმობილემ 35 გოლი გაიტანა, რაც ევროპის საუკეთესო ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ტურინის ''იუვენტუსის'' სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ''რომასთან'' დაპირისპირებას გამოტოვებდა, იმობილე ევროპის ოქროს ბუცის გამარჯვებული გახდა, იტალიელი პორტუგალიელს 4 გოლით უსწრებს.

იმობილემ 2019-20 წლების სეზონის სერია ა-ს 36 მატჩში 35 გოლი გაიტანა.

გასულ სამ სეზონში ლიონელ მესი დომინირებდა. მან ზედიზედ სამჯერ მოახერხა აღნიშნული ჯილდოს მოგება. საერთო ჯამში არგენტინელმა ოქროს ბუცი ექვსჯერ მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილს რონალდუ იკავებს, მადეირაზე აღზრდილმა ვარსკვლავმა ოქროს ბუცი ოთხჯერ მოიგო. 

აღნიშნული პრიზი ორჯერ 9 მოთამაშემ მოიგო. ესენი არიან: ტიერი ანრი, ეუსებიო, გერდ მიულერი, დიეგო ფორლანი, ლუის სუარესი, ფერნანდუ გომეში, დუდუ გორგესკუ, მარიო ჟარდელი, ალი მაკოისტი.

იმობილე მესამე იტალიელია, ვინც აღნიშნული ჯილდო მოიგო. 2005-06 წლების სეზონში ''ფიორენტინას'' ფორვარდი ლუკა ტონი 31 გოლით ევროპაში საუკეთესო იყო, ხოლო 2006-07 წლებში ჯილდოს მფლობელი ''რომას'' ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი 26 გოლით გახდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები