Aa Aa
31 ივლისი 2020  |  23:23

„რამოსი და ვან დეიკი“ - ბარეზიმ თანამედროვეობის საუკეთესო მცველები დაასახელა

„მილანის“ ლეგენდარულმა უკანახაზელმა, ფრანკო ბარეზიმ თანამედროვეობის საუკეთესო უკანახაზელები დაასახელა. იტალიელმა ინტერვიუ Goal-ს მისცა და არჩევანი სერხიო რამოსზე და ვირჯილ ვან დეიკზე შეაჩერა.

„მცველებს შორის ერთის გამორჩევა ადვილი ნამდვილად არაა. ვთვლი, რომ ტიტულებისა და საოცარი კარიერის გათვალისწინებით, სერხიო რამოსი ბოლოს წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის უკვე ასაკშია შესული, მაგრამ კვლავინდებურად რეალის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

რამოსის შემდეგ ვირჯილ ვან დეიკი მოდის, რომელიც თავისი შესაძლებლობებისა და ხასიათის გამო ლივერპულისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ ბარეზის „მილანის“ რიგებში 719 შეხვედრა აქვს ჩატარებული და „როსონერისთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, ხოლო სერია A 6-ჯერ მოიგო. კარიერის დასრულების შემდეგ, „მილანმა“ მისი 6-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო.

იტალიის ნაკრებში მან 81 მატჩი ჩაატარა და მონაწილეობა 3 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო. 1994 წლის მუნდიალზე იგი „სკუადრა აძურას“ კაპიტანი გახლდათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები