9 მილიონი და გენდუზი - არსენალს კოუტინიოს გადაბირების შანსი გაუჩნდა
Aa
Aa

9 მილიონი და გენდუზი - არსენალს კოუტინიოს გადაბირების შანსი გაუჩნდა

„ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან, რომ ფილიპე კოუტინიო შესაძლოა, „არსენალში“ აღმოჩნდეს. The Independent-ის ინფორმაციით, „მეთოფეებს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირების შანსი გაუჩნდათ და „ბარსელონასგან“ წინადადებაც მიიღეს.

„კოუს“ მიმართ ინტერესს „ტოტენჰემი“ და „არსენალი“ იჩენენ, თუმცა არტეტას გუნდს მიზნის მიღწევის უფრო დიდი შანსი აქვს. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის ცნობით, „ბლაუგრანა“ მზადაა, კოუტინიო მატეო გენდუზისა და 9 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დათმოს.

„არსენალი“ საბოლოო გადაწყვეტილებას ასოციაციის თასის ფინალური შეხვედრის შემდეგ მიიღებს. „ჩელსის“ დამარცხების შემთხვევაში, არტეტას ბიჭები ევროპა ლიგაზე გავლენ, რაც მათ ფინანსებზე დიდ გავლენას იქონიებს. The Independent-ის მიხედვით ესპანელ სპეციალისტს შემადგენლობის გაძლიერება სურს და კოუტინიოს იდეალურ ვარიანტად განიხილავს. განსაკუთრებით თუ „არსენალმა“ დანი სებალიოსის კონტრაქტი ვერ გამოისყიდა.

ბრიტანული გამოცემა დასძენს, რომ „ბარსელონა“ ერთადერთი არაა, ვინც გენდუზის აკვირდება. ფრანგი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ რადარზეც იმყოფება. შეგახსენებთ, რომ „ბრაიტონთან" მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გენდუზის „არსენალში" პრობლემები აქვს და დიდი შანსია, კლუბმა მისი გასხვისება გადაწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები