დოლიძე რჩეულთა შორის - MmaJunkie-მ ივლისის საუკეთესო ნოკაუტი დაასახელა
Aa
Aa

დოლიძე რჩეულთა შორის - MmaJunkie-მ ივლისის საუკეთესო ნოკაუტი დაასახელა

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, MmaJunkie-მ ივლისის თვის საუკეთესო ნოკაუტი გამოავლინა. გამოცემამ ნომინანტთა შორის 5 ნოკაუტი დაასახელა და რომან დოლიძის მიერ ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ გაფორმებული ნოკაუტი ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

„ხადის იბრაგიმოვმა პირველ რაუნდში სცადა დოლიძის მიერ ფეხით განხორციელებული დარტყმა აერიდებინა , თუმცა რომანს სხვა გეგმები ჰქონდა. მან ფეხის ნაცვლად აქცენტი მუხლზე გააკეთა. იბრაგიმოვმა კი მუხლს სახე შეუშვირა და ბრძოლა ფაქტობრივად ამ მომენტში დასრულდა“, - წერს MmaJunkie.

დოლიძის ნოკაუტის გარდა ნომინანტთა შორის დეივი გრანტის, ლერონ მერფის, ტანერ ბოსერისა და პროხაზკას ნოკაუტები მოხვდა. საუკეთესოდ კი სწორედ ამ უკანასკნელის დარტყმა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ სტატიის ბოლოს გამოკითხვაა და ბოლო მონაცემებით, MmaJunkie-ის პოზიციას გულშემატკივრებიც იზიარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები