როი ჯონს ჯუნიორი: „კარიერის პიკში მე და მაიკი ფიურისა და ჯოშუას დავამარცხებდით“
Aa
Aa

როი ჯონს ჯუნიორი: „კარიერის პიკში მე და მაიკი ფიურისა და ჯოშუას დავამარცხებდით“

როი ჯონს ჯუნიორი თვლის, რომ წლების წინ, როცა ის და მაიკ ტაისონი კარიერის პიკში იყვნენ, ენტონი ჯოშუასა და ტაისონ ფიურის დამარცხება შეეძლოთ. 51 წლის მოკრივე Sky Sports-ს ესაუბრა და განაცხადა: „ახლა ფიურისა და ჯოშუას წინააღმდეგ შანსი არ გვექნებოდა. 12 რაუნდს ვერცერთი მათგანის პირისპირ გავძლებდით.

ისინი შესანიშნავი მოკრივეები არიან, მაგრამ ჩვენ დონეზე მაინც არ იმყოფებიან, თუმცა მთავარი ისაა, რომ ორივე მათგანი კარიერის პიკშია, ჩვენ კი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს ვართ.

რა მოხდებოდა ჩვენც რომ კარიერის პიკში ვყოფილიყავით? დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ მგონია, რომ მე და მაიკი მათ დავამარცხებდით. სიმართლე გითხრათ, კარიერის პიკში მე და ტაისონი ბევრ მოკრივეს ვაჯობებდით. არასწორად არ გამიგოთ. ფიური და ჯოშუა შესანიშნავი მოკრივეები არიან და მათ უდიდეს პატივს ვცემ“.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ჯონს ჯუნიორი მაიკ ტაისონს საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდება, რომელიც 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები