როისი მინდორს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა
Aa
Aa

როისი მინდორს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა

''დორტმუნის'' ფეხბურთელი მარკო როისი მინდორს გაურკვეველი დროით ჩამოშორდა. მას მყესის ქსოვილის დისტროფია დაუდგინდა. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

როგორც ჩანს ტრავმა საკმაოდ მძიმეა. გერმანელს 2020 წლის თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა მოედანზე დაბრუნების თარიღი კვლავ უცნობია. ტრავმის მიღებამდე როისი შესანიშნავ ფორმაში იყო.

31 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასული სეზონის 19 მატჩში 11 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

როისი, რომელმაც გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 44 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 2012 წლიდან ''დორტმუნდის'' ღირსებას იცავს. შემტევი სტილის ნახევარმცველი გერმანიის ჩემპიონი არასდროს გამხდარა, თუმცა 2012-13 წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ახლოს იყო. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში კლოპის ფორმაციის ''დორტმუნდი'' მიუნხენის ''ბაიერნთან'' დამარცხდა.

საერთო ჯამში როისი ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში ექვსჯერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები