ბი ტიჩაბოლი „მილანის“ აქციების ნაწილს 26 აპრილს შეიძენს
Aa
Aa

ბი ტიჩაბოლი „მილანის“ აქციების ნაწილს 26 აპრილს შეიძენს

„La Repubblica“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანის“ ყიდვით დაინტერესებული ბიზნესმენი, ბი ტიჩაბოლი კლუბის აქციების ნაწილს 26 აპრილს შეიძენს. აღნიშნული წყარო თავად ტაილანდელის სიტყვებსაც ავრცელებს, რომელიც მან „BBC“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

„მილანში 26 აპრილს ჩავალ და ვეცდები, რომ კლუბის აქციების სოლიდური ნაწილის ყიდვის შესახებ, "როსონერის" მესვეურებთან საბოლოო შეთანხმებას მივაღწიო“ - განაცხადა ბი ტიჩაბოლიმ

 

„არკორეში“ ფორმალური დეტალები სავარაუდოდ, ძალიან მალე მოგვარდება და გუნდს მისტერ ბი ტიჩაბოლის სახით, ახალი ინვესტორი გამოუჩნდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწყის ეტაპზე ბიზნესმენი "როსონერის" აქციების 20%-ს იყიდის, მოგვიანებით კი 45 პროცენტსაც გაიფორმებს და ამით ტაილანდელის ძალაუფლება გუნდში სილვიო ბერლუსკონიზე მეტი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი დაუჯდება ტიჩაბოლის "მილანის" შეძენა, თუმცა სავარაუდოდ ამ თანხამ, 1 მილიარდ 200 მილიონი ევრო უნდა შეადგინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები