ლინგარდი:
Aa
Aa

ლინგარდი: "რონალდუ ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია"

ჯესი ლინგარდი დიდხნიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ სეზონის ბოლო და გადამწუვეტი მატჩი იყო, გოლის გატანა შეძლო და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში შესასვლელად დაეხმარა.

მატჩის შემდეგ ლინგარდმა Sky Sports-თან ისაუბრა. ინგლისელი შემტევი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსაც, რომელსაც ფეხბურთის მაიკლ ჯორდანი უწოდა.

„ფეხბურთელი რომელიც მაიკლ ჯორდანის დონეზე იმყოფება? უნდა ვთქვა, რომ ასეთი კრიშტიანუ რონალდუა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც მან მიაღწია.

რონალდუ ბევრ კლუბში თამაშობდა და ყველგან შეძლო ტიტულების მოგება. ის, ფეხბურთის მაიკლ ჯორდანია.

მის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმეჯერ ვითამაშე. ერთხელ წინასასეზონო მოსამზადებელ მატჩში შევხვდი და იმ დროს ადვილი შესამჩნევი იყო მისი შესაძლებლობები და სათამაშო ხარისხი.

როცა კრიშტიანუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოვიდა, მე 11-12 წლის ვიყავი. ჩვენ DVD-ზე მისი მოძრაობები ჩავიწერეთ, რომელსაც შემდეგ სასწავლებლად ვიყენებდით. სწორედ ის გვასწავლიდა ცრუმოძრაობებს და ეს კარგი იყო.

მაშინ რონალდუ პირველად ვნახე, ახალგაზრდა და გამხდარი, როცა კლუბში მოვიდა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ ოქროს ბუცის მოგებისთვის იბრძვის. პორტუგალიელს ამ მომენტისთვის 31 გოლი აქვს გატანილი და პირველ ადგილზე მყოფ ლევანდოვსკი-იმობილეს წყვილს 3 ბურთით ჩამორჩება. წინ სერია ა-ს დასკვნითი ორი ტურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები