Aa
Aa

პელე: "რონალდუ თანამედროვე ათლეტია"

ლეგენდარულმა პელემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ბრაზილიელ ფეხბურთელებს „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა მიულოცა. ამავე პოსტის კომენტარებში „ფეხბურთის მეფემ“ კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა და მას თანამედროვე ათლეტი უწოდა.

„კრიშტიანუ არის თანამედროვე ათლეტი, რომელიც ყველას აჩვენებს, რომ წარმატება მიდის მასთან, ვისაც აქვს განსაკუთრებული ლტოლვა და თავდადება იმის მიმართ, რასაც აკეთებს.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად სწორედ რონალდუა, რადგან იგი უფრო მეტად სრულყოფილი მოთამაშეა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ მესი, მაგრამ ის ფორვარდი არაა“, - წერს პელე.

ბრაზილიელი ლეგენდა ოქტომბერში 80 წლის ხდება. მას ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაციის გაკეთება მოუწია, რის გამოც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ძალიან იშვიათად ჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები