ტორუპი ჩაკვეტაძეზე: „მოედანზე მომდევნო კვირაში დაბრუნდება
Aa
Aa

ტორუპი ჩაკვეტაძეზე: „მოედანზე მომდევნო კვირაში დაბრუნდება"

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტმა“ მეოთხე საკონტროლო შეხვედრა გამართა და „მეცი“ 3-0 დაამარცხა. გოლები იარემჩუკმა (დუბლი გაიფორმა) და პლასტუნმა გაიტანეს. გიორგი ქვილითაია თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და თავის გამოჩნაც შეეძლო, მაგრამ ფრანგთა მეკარეს ვერ აჯობა.

მატჩის შემდეგ, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, იეს ტორუპმა ტრავმირებული ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩაკვეტაძეს მუხლის მცირე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მიერ ჩატარებულმა სკანირებამ დადებითი შედეგი აჩვენა. ველოდები, რომ იგი მოედანზე მომდევნო კვირაში დაბრუნდება“.

შეგახსენებთ, 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო გაუცდა. 2019 წლის მაისში ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდა, თუმცა მეტწილად თამაშში მეორე ტაიმში ერთვებოდა.

2019-20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ოლექსანდრიასთან'' ითამაშა, ხოლო ფლეი-ოფში „რომას'' წინააღმდეგ ორივე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები