არწივი ასაფრენად მზადაა - ხაბიბისა და გეიჯის ბრძოლის თარიღი ცნობილია
Aa
Aa

არწივი ასაფრენად მზადაა - ხაბიბისა და გეიჯის ბრძოლის თარიღი ცნობილია

UFC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონს 24 ოქტომბერს დაუბრუნდება. მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ჯასტინ გეიჯის შეერკინება. ბრძოლის ჩატარების ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ხაბიბისა და გეიჯის დაპირისპირება სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა აბდულმანაპ ნურმაგომედოვის გარდაცვალების გამო „არწივის“ გეგმები შეიცვალა. იყო საუბარი, რომ ხაბიბი 2020 წელს საერთოდ არ იჩხუბებდა, თუმცა ეს პროგნოზი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვს კარიერაში 28 ბრძოლა აქვს ჩატარებული და არცერთხელ დამარცხებულა. გეიჯის რაც შეეხება, ამერიკელის ანგარიშზე 22 მოგება და 2 წაგებაა. ხაბიბმა UFC-ში ბოლოს 2019 წლის 7 სექტემბერს იჩხუბა და დასტინ პორიე დაამარცხა. გეიჯიმ კი ბოლო ჯახი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ გამართა და ყველასთვის მოულოდნელად „ელ კუკუის" დამაჯერებლად სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები