რეალის ფეხბურთელ მარიანო დიასს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

რეალის ფეხბურთელ მარიანო დიასს კორონავირუსი დაუდგინდა

მადრიდის ''რეალის'' 26 წლის ფეხბურთელს, მარიანო დიასს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

მადრიდის ''რეალის'' ოფიციალური განცხადების მიხედვით დომინიკელთა რესპუბლიკის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია და შესაბამის რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ''რეალი'' სტუმრად ''მანჩესტერ სიტის'' შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა დიასმა გამოტოვოს.

მარიანო დიასი, რომელიც ამპლუით ფორვარდია, ''რეალის'' გარდა ესპანურ ''ბადალონასა'' და ფრანგულ ''ლიონში'' ასპარეზობდა. 2017 წელს ''სამეფო კლუბი'' დატოვა, თუმცა ფრანგულ კლუბში გატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ 2018 წელს ესპანურმა გრანდმა დაიბრუნა.

2019-20 წლების სეზონის ლა ლიგაში დიასმა 5 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, კატალონიის ''ბარსელონას'' გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები