Aa
Aa

ვალვერდე არ გამოვიდა - ვალენსიას ხავი გრასია გაწვრთნის

ესპანურმა „ვალენსიამ“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

კლუბის ვებგვერდის ცნობით, „ღამურებს“ ამიერიდან „უოტფორდის“ ყოფილი დამრიგებელი, 50 წლის ხავი გრასია გაწვრთნის. მან ვალენსიელებთან 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა.

როგორც მადრიდული Marca წერს, კლუბის ხელმძღვანელთა და გრასიას ხედვები, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების პარალელურად, ახალგაზრდულ სექტორზე მკვეთრად აქცენტირებას უკავშირდება.

გრასია გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული უსამსახუროდ იყო, იქამდე კი იგი, „უოტფორდის“ გარდა, „ალმერიაში“, „ოსასუნაში“, „მალაგასა“ და ყაზანის „რუბინში“ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ალბერტ სელადესის დათხოვნის შემდეგ „ვალენსიას“ ყველაზე უფრო ერნესტო ვალვერდეს უკავშირებდნენ, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები