ფედერერი კორტს იანვარში დაუბრუნდება
Aa
Aa

ფედერერი კორტს იანვარში დაუბრუნდება

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი, კორტს იანვრის თვეში, "ჰოფმანის თასის" გათამაშებაზე დაუბრუნდება. 

აღნიშნული ტურნირი 1-7 იანვარს ჩატარდება, ხოლო ფედერერი წყვილთა თანრიგში, ბელინდა ბენჩიჩთან ერთად ითამაშებს. 

"ჰოფმანის თასი", წყვილთა შორის, გასულ წელს, ავსტრალიელების, ნიკ კირგიოსისა და დარია გავრილოვას ტრიუმფით დასრულდა. 2017 წლის ტურნირზე კი, აქედანვე ცნობილია, რომ ჩეხეთის რიგებში, პეტრა კვიტოვა ითამაშებს, რომლის მეწყვილეც ადამ პავლაშეკი იქნება. 

35 წლის ფედერერმა 2016 წლის სეზონის დასკვნითი ნაწილი, მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. ის უკანასკნელად "უიმბლდონის" კორტებზე, მილოშ რაონიჩის წინააღმდეგ სათამაშოდ გამოვიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები