„ეს იქნება ბრძოლა დავითსა და გოლიათს შორის
Aa
Aa

„ეს იქნება ბრძოლა დავითსა და გოლიათს შორის" - როი ჯონს ჯუნიორი ტაისონთან ჩხუბზე

როი ჯონს ჯუნიორმა მაიკ ტაისონის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 12 სექტემბერს, საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდება. როიმ ინტერვიუ WorldBoxingnews-ს მისცა და განაცხადა, რომ „რკინის მაიკთან“ ჩხუბი სახიფათოა.

„მაიკს უზარმაზარი ფეხები, თეძოები, მკლავები და კისერი აქვს. ორი აზრი არაა, რომ მის წინააღმდეგ რინგზე გასვლა სარისკოა, მაგრამ ყველაფერი უფლის ხელშია.

ჩვენი შერკინება დავითისა და გოლიათის მსგავსი იქნება. მაიკი ვეებერთელა მონსტრია, მე კი, პატარა დავითი ვარ, მაგრამ ღმერთი ჩემ მხარესაა და სხვა არაფერი მჭირდება.

მიხარია, ჩემი და მაიკის შერკინება რომ გაიმართება. ყოველთვის მზად ვიყავი და ამჯერადაც ასეა. მინდა, ჩემს გულშემატკივრებს ვთხოვო, მხარი დამიჭირონ და ბრძოლა არ გამოტოვონ. ჩვენი ჯახი ეპიკური იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯონსის შერკინება 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება. ბრძოლის სახელი Frontline Battle გახლავთ და არის ვარაუდი, რომ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც მაიკისა და როის ჯახია ჩანიშნული, მოკრივისა და MMA-ის მებრძოლის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები