ტაისონისა და ალის გარეშე - მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეები დაასახელა
Aa
Aa

ტაისონისა და ალის გარეშე - მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო მოკრივეები დაასახელა

ლეგენდარულმა ფლოიდ მეივეზერმა ყველა დროის 5 საუკეთესო მოკრივე დაასახელა. ამერიკელმა საკუთარი რჩეულების შესახებ Fat Joe-სთვის „ინსტაგრამზე“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და საკმაოდ უცნაური არჩევანი გააკეთა, რასაც ქომაგების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

„მანის“ ხუთეულში პირველ ადგილს რა თქმა უნდა, ფლოიდ მეივეზერი იკავებს. საკუთარი თავის გარდა, 43 წლის მოკრივემ საუკეთესოთა შორის პერნელ უიტეკერი, რობერტო დურანი, ლარი ჰოლმსი და აარონ პრაიორი დაასახელა.

პერნელ უიტეკერი

უიტეკერი 4 წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მფლობელია. იგი კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვითი სტილის მოკრივედ მიიჩნევა. უიტეკერმა 46-დან 40 ბრძოლა მოიგო, თუმცა აღსანიშნავია, რომ 4-დან 3-ჯერ კარიერის ბოლოს დამარცხდა.

ლარი ჰოლმსი

ლარი ჰოლმსი ერთ-ერთია იმ მოკრივეთა შორის, რომლებმაც ლეგენდარული მუჰამედ ალი დაამარცხეს. ჰოლმსი WBC-ის საჩემპიონო ქამარს 5 წლის განმავლობაში ფლობდა და მეივეზერის თქმით, მან თავისი ეპოქის ყველა საუკეთესო მოკრივეს სძლია.

აარონ პრაიორი

აარონ პრაიორი 14 წლის განმავლობაში ჩხუბობდა, 40-დან 39 ბრძოლა მოიგო და პირველ ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამარს ფლობდა. ფლოიდის მიხედვით, მან ის ერთი ბრძოლაც მხოლოდ ნარკოტიკების გამო წააგო.

რობერტო დურანი

პანამელი რობერტო დურანი კრივის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მსუბუქწონოსან მოკრივედ მიიჩნევა. „ქვის ხელებმა“ კარიერაში 119 ბრძოლა გამართა და 103-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები