ტაისონი ჯონსთან ბრძოლაზე:
Aa
Aa

ტაისონი ჯონსთან ბრძოლაზე: "მიღებულ მთელ თანხას ქველმოქმედებას მოვახმარ"

12 სექტემბერს მაიკ ტაისონი და როი ჯონს ჯუნიორი საჩვენებელ ბრძოლას გამართავენ. კრივის გულშემატკივრები ლეგენდების ჯახს მოუთმენლად ელიან, იქამდე კი „რკინის მაიკმა“ პრესასთან საუბარში გაამხილა, რომ ბრძოლიდან მიღებული ჰონორარის გამოყენებას არ აპირებს და მთელ თანხას ქველმოქმედებას მოახმარს.

„მთელ თანხას, რომელსაც ბრძოლისთვის მივიღებ, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას მოვახმარ. არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემზე ისაუბროს, თითქოს ამ ბრძოლის საშუალებით დიდი თანხა გამოვიმუშავე და უფრო მდიდარი გავხდი. მე ჰონორარიდან ცენტსაც კი არ დავიტოვებ. მოხარული ვარ, რომ ასე ვიქცევი“, - ციტირებს ტაისონის სიტყვებს TMZ.

შეგახსენებთ, რომ საჩვენებელი შერკინება 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება. ბრძოლის სახელი Frontline Battle გახლავთ და არის ვარაუდი, რომ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც მაიკისა და როის ჯახია ჩანიშნული, მოკრივისა და MMA-ის მებრძოლის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მილიონობით ქომაგი ამ ბრძოლას მოუთმენლად ელის. მათ მოლოდინს კი, ტაისონის ვარჯიშის კადრები კიდევ უფრო ამძაფრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები