Aa
Aa

„კრივი სახიფათო სპორტია" - ფორმანი ტაისონსა და ჯონს ჯუნიორს აფრთხილებს

ლეგენდარულმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ჯორჯ ფორმანმა მაიკ ტაისონისა და როი ჯონს ჯუნიორს შორის გასამართი საჩვენებელი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. „დიდმა ჯორჯმა“ TMZ Sports-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და მოკრივეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„ცხოვრებაში არის მომენტი, როცა საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო, მაგრამ მაიკისა და როის დაბრუნება მშვენიერი რამაა. კარგი იქნებოდა, მათ საქველმოქმედო ფონდიც დაესახელებინათ, რომელსაც ჩხუბის სანაცვლოდ მიღებულ თანხას გადაურიცხავენ. ჩემი აზრით, რინგზე კიდევ ერთხელ გასვლა ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ იმედი მაქვს ერთმანეთს ძლიერად არ დაარტყამენ.

კრივთან ხუმრობა არ შეიძლება. კრივის ნაცვლად კალათბურთზე რომ გვქონდეს საუბარი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ კრივი სახიფათო სპორტია. მაიკსა და როის ვეტყოდი, რომ მათთვის რინგზე გასვლა ძალიან საშიშია, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან არ მომისმენენ. წლების წინ მეც ასე ვიქცეოდი და მხოლოდ იმას ვხედავდი, რისი დანახვაც მინდოდა“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯონსის ჯახი 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება. ბრძოლის სახელი Frontline Battle გახლავთ და მსაჯების გარეშე ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები