Aa
Aa

ტერნერი დაბრუნდა, გოგას არ უთამაშია - ინდიანამ დალასი დაამარცხა

გოგა ბითაძემ მუხლის ტრავმის გამო „ინდიანა პეისერსის“ რიგით მეორე საკონტროლო მატჩი გამოტოვა, რომელშიც ქართველი კალათბურთელის გუნდმა „დალას მავერიქსი“ 118-111 დაამარცხა.

ბითაძეს ორლანდოში ჩასვლის შემდეგ, სრული დატვირთვით არცერთხელ უვარჯიშია და „პეისერსის“ თავკაცმა, ნეით მაკმილანმა IndyStar-თან საუბრისას განაცხადა, რომ გოგა კიდევ რამდენიმე დღე იუქმებს.

ქართველი ცენტრის გარდა, „დალასთან“ შეხვედრა საბონისმა და ლემბმაც გამოტოვეს. სამაგიეროდ, „პეისერსს“ ერთ-ერთი ლიდერი, მაილს ტერნერი დაუბრუნდა, რომელმაც პარკეტზე 24 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 15 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება გაიფორმა.

„ინდიანას“ რიგებში 20 ქულითა და 6 მოხსნით საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო. მალკოლმ ბროგდონმა აქტივში 17 ქულა, 7 მოხსნა და 6 ასისტი ჩაიწერა, ხოლო ვიქტორ ოლადიპო 16 ქულითა და 7 მოხსნით გამოირჩა.

„ინდიანა“ რესტარტამდე კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს და 29 ივლისს „სან ანტონიოს“ დაუპირისპირდება. „პეისერსი“ სეზონს 2 აგვისტოს, „ფილადელფიასთან“ ჯახით განაახლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები