მოდრიჩი როდირგოს:
Aa
Aa

მოდრიჩი როდირგოს: "საკმარისად ასაკოვანი ვარ, იმდენად, რომ მამაშენი ვიყო"

მადრიდის „რეალის“ 19 წლის ბრაზილიელმა ტალანტმა როდრიგო გოეშმა ლუკა მოდრიჩის შესახებ ისაუბრა და პრესას აუხსნა, თუ რატომ ეძახის ხორვატს მამას.

ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც მამას და შვილს ისე. როდესაც მოდრიჩმა გაიგო, რომ მამაჩემი 35 წლის არის, მან ეს არ დაიჯერა, შემდეგ კი მითხრა: „პატივი მეცი, რადგან საკმარისად ასაკოვანი ვარ, იმდენად, რომ მამაშენი ვიყო.

 ამის შემდეგ, ლუკა ყოველთვის შვილს მეძახის, მე კი მამას“.

როდრიგომ თავისი კუმირიც დაასახელა და როგორც აღმოჩნდა, ეს კრიშტინუ რონალდუ გახლავთ:

ჩემი კუმირი? ის კრიშტიანუ რონალდუა. ედენ აზარის გვერდით თამაშით კი ძალიან ბედნიერი ვარ. იგი ჩემი ერთ-ერთი კუმირია. მის გვედრდით თამაში უდიდესი პატივია“.

როდრიგომ 2019-2020 წლების სეზონში „რეალის“ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა თავი 7 გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები