მბაპე მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა ატალანტასთან ალბათ ვერ ითამაშებს
Aa
Aa

მბაპე მძიმე ტრავმას გადაურჩა, თუმცა ატალანტასთან ალბათ ვერ ითამაშებს

პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ საფრანგეთის თასის ფინალში ''სენტ. ეტიენთან'' დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით პირველივე ტაიმში დატოვა. არსებობდა ვარაუდი, რომ მას კოჭის იოგა გაუწყდა, რის გამოც ხანგრძლივი პერიოდით ფრანგულ კლუბს ვერ დაეხმარებოდა, თუმცა მისი ტრავმა ამდენად მძიმე არაა და სავარაუდოდ ოთხ კვირაში მინდორზე ვიხილავთ.

12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ ბერგამოს ''ატალანტას'' დაუპირისპირდება. იტალიურ გუნდთან 21 წლის ფორვარდის თამაში დიდი ეჭვის ქვეშს დგას. დიდი ალბათობით აღნიშნული მატჩისთვის ფრანგი თავდამსხმელი მზად არ იქნება.

მბაპე საფრანგეთის თასის გამარჯვებული მეორედ გახდა, პსჟ-მ ''სენტ. ეტიენი'' მინიმალური სხვაობით ნეიმარის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

მბაპე 2015-17 წლებში ''მონაკოს'' ფეხბურთელი იყო. 2017 წლიდან პსჟ-ს ღირსებას იცავს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული პსჟ-სთან ერთად ოთხჯერ გახდა, ერთხელ კი ჩემპიონობა ''მონაკოსთან'' ერთად იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები