Aa
Aa

"კარიერის დასრულება? თქვენ მე არ მიცნობთ" - ზლატანის სამოტივაციო ვიდეო

ზლატან იბრაჰიმოვიჩს „მილანთან“ არსებული კონტრაქტის ვადა ეწურება და დღემდე არავინ იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას, თუმცა „იბრაკადაბრა“, რომ ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია.

38 წლის შვედმა დღეს სოციალურ ქსელში სამოტივაციო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც გვეუბნება, რომ ის არსად მიდის და ჯერ კიდევ ხურდება.

„გგონიათ, რომ დავამთავრე და ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა? თქვენ მე არ მიცნობთ. მთელი ცხოვრება ბრძოლაში გავატარე. ჩემი არავის სჯეროდა, ასე რომ ჩემი თავისვე ვირწმუნე,  ზოგიერთებს ჩემი გატეხვა უნდოდათ, მაგრამ მათ მე უფრო გამაძლიერეს. სხვები ჩემ გამოყენებას ცდილობდნენ და ამით უფრო ჭკვიანი გამხადეს. კარიერის დასრულება? შენთვის მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: მე შენ არ გგავარ, იმიტომ, რომ მე შენ არ ვარ. მე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ და ჯერ კიდევ ვხურდები“.

ამ მომენტისთვის იბრას შეძენით პრემიერლიგაში აღზევებული „ლიდსია“ დაინტერესებული. ამავდროულად, „როსონერის“ თავკაცი სტეფანო პიოლი გუნდში შვედის დარჩენის მომხრეა და თავის პოზიციას საჯაროდაც აფიქსირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები