რაულ ხიმენესი
Aa
Aa

რაულ ხიმენესი "მეთოფეებში"? არსენალი ობამეიანგის შესაძლო წასვლისთვის ემზადება

Goal-ის ცნობით, „არსენალი“ თადარიგს იჭერს და პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძლო წასვლისთვის ემზადება. წყაროს ცნობით, „მეთოფეები“ გაბონელი ფორვარდის ნაცვლად რაულ ხიმენესის გაფორმებას გეგმავენ.

„ვულვზის“ 29 წლის მექსიკელი ფორვარდი ჩინებულ სეზონს ატარებს და მიკელ არტეტას იგი ობამეიანგის შეცვლის მთავარ კანდიდატად მიაჩნია.

ხიმენესმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მგლების“ რიგებში 37 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო, პლუს ამას 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა და რამდენიმე გუნდის ყურადღებაც მიიპყრო.

რაც შეეხება ობამეიანგს, „ობამა“ „ბარსელონას“ ელოდება და „კამპ ნოუზე“ თამაშის იმედი აქვს. როგორც ცნობილია, „ბლაუგრანა“ ლაუტარო მარტინესის ვერშეძენის შემთხვევაში გაბონელის ყიდვას შეეცდება.

„ბარსას“ გარდა ობამეიანგს რამდენიმე ვარიანტი კიდევ აქვს და რა თქმა უნდა, არც „არსენალში“ დარჩენაა გამორიცხული.

რაულ ხიმენესს ტრანსფერმარკეტი 40 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა „ვულვზი“ სავარაუდოდ მის ერთ-ერთ ლიდერში მეტს მოითხოვს. 31 წლის ობამეიანგის ფასი კი დაახლოებით 50-60 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები