''თავს კარგად ვგრძნობ'' - ხავის კორონავირუსი დაუდგინდა
კატალონიის ''ბარსელონას'' ლეგენდარულ ფეხბურთელს, ხავის კორონავირუსი დაუდგინდა. ესპანელმა Instagram-ში დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს და შესაბამის რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რაც ცხადია თვითიზოლაციასაც გულისხმობს.
ამ ეტაპზე ''ალ-სადის'' მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს დროებით მისი ასისტენტი დავიდ პრატსი დაიკავებს. პრატსი და ხავი ''ლა მასიას'' აღზრდილები არიან, თუმცა ხავისგან განსხვავებით მას ''ბარსელონას'' ძირითად გუნდში არ უთამაშია, თუმცა წლების შემდეგ მისი ასისტენტი გახდა.
1998-2015 წლებში ხავი ''ბარსელონას'' ფეხბურთელი იყო. კატალონიურ გრანდთან ერთად ლა ლიგა რვაჯერ მოიგო, ოთხჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
2015-19 წლები ''ალ-სადში'' გაატარა, ამ გუნდის რიგებში დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და 2019 წლიდან გუნდის მთავარი მწვრთნელია.