კოკაინი საფრანგეთის ნაკრებში
Aa
Aa

კოკაინი საფრანგეთის ნაკრებში

ცურვაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ამორი ლევომ საკუთარ წიგნში დაწერა საფრანგეთის ნაკრების რიგებში ნარკოტიკების მიღების შემთხვევებზე. სპორტსმენის მემუარებიდან ნაწყვეტები გაზეთმა "ეკიპმა" გამოქვეყნა.

"ვიღაცები პერიოდულად იყენებდნენ კოკაინს. სიმართლე გითხრათ, მწვრთნელებიც ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა გუნდში", - წერს ლევო, მაგრამ არ ასახელებს იმ სპორტსმენების გვარებს, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს იღებდნენ.

წიგნი - "სექსი, ნარკოტიკები და ცურვა" (Sexe, drogue et natation) საფრანგეთში ამ კვირას გამოვა გაყიდვაში.

2013 წლის ნოემბერში ლევომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 29 წლის სპორტსმენი, რომელიც თავისუფალი სტილით ცურვაში გამოდიოდა, ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. ერთი წლის შემდეგ მან ეს მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმეორა.

ცხელი ამბები