„მაიკი მკვლელია, მაგრამ
Aa
Aa

„მაიკი მკვლელია, მაგრამ"... - ჯონსი ტაისონს აფრთხილებს

როი ჯონს ჯუნიორი მაიკ ტაისონს აფრთხილებს და აცხადებს, რომ თუ „რკინის მაიკმა“ ბრძოლის სტარტზე მიზანს ვერ მიაღწია, სერიოზული პრობლემები შეექმნება. როიმ ინტერვიუ TMZ-ს მისცა და 12 სექტემბერს გასამართი შერკინების შესახებ ისაუბრა.

ტაისონი არა მხოლოდ გამოიყურება მკვლელივით, არამედ არის კიდეც მკვლელი. თუმცა აუცილებელია ყველამ იცოდეს, რომ მაიკმა თავისი მსხვერპლი სწრაფად უნდა მოკლას, თორემ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

თუ მეტოქე სწრაფად ვერ მოკლა, ე.ი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და გამჭრიახ მოწინააღმდეგეს ეჩხუბება და თუ მას სწრაფად ვერ მოკლავს, პრობლემები შეექმნება“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონისა და ჯონსის ჯახი 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება. ბრძოლის სახელი Frontline Battle გახლავთ და არის ვარაუდი, რომ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც მაიკისა და როის ჯახია ჩანიშნული, მოკრივისა და MMA-ის მებრძოლის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები