ბრძოლა მსაჯების გარეშე - რა წესებით იჩხუბებენ ტაისონი და ჯონსი
Aa
Aa

ბრძოლა მსაჯების გარეშე - რა წესებით იჩხუბებენ ტაისონი და ჯონსი

12 სექტემბერს მაიკ ტაისონი და როი ჯონს ჯუნიორი საჩვენებელ ბრძოლას გამართავენ. კრივის გულშემატკივრები ლეგენდების ჯახს მოუთმენლად ელიან და დღეს კალიფორნიის სპორტული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ფოსტერმა რამდენიმე წესი გაავრცელა, რომელთა დაცვაც მოკრივეებს მოუწევთ.

„ტაისონი და ჯონს ჯუნიორი რინგზე თავის დამცავის, ე.წ მოკრივის ქუდის გარეშე გავლენ და 12-უნციანი ხელთათმანებით იჩხუბებენ. ბრძოლა მსაჯების (რინგს გარეთ მყოფ მსაჯებზეა საუბარი, რომლებიც მოკრივეებს ქულებით აფასებენ) გარეშე ჩაივლის და თუ რომელიმე მათგანმა ნოკაუტი ან ტექნიკური ნოკაუტი არ გაიფორმა, გამარჯვებული არ გვეყოლება.

მაიკსა და როის შეუძლიათ რინგზე გადაადგილდნენ და ქომაგებს ლეგენდების ჩხუბი აჩვენონ, მაგრამ ორივე მოკრივის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ თუ რომელიმე მათგანი ჭრილობას მიიღებს, ბრძოლა მაშინვე შეწყდება“, - განაცხადა ფოსტერმა.

შეგახსენებთ, რომ საჩვენებელი შერკინება 8-რაუნდიანი იქნება და კალიფორნიაში მდებარე Dignity Health Sports Park-ში გაიმართება. ბრძოლის სახელი Frontline Battle გახლავთ და არის ვარაუდი, რომ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც მაიკისა და როის ჯახია ჩანიშნული, მოკრივისა და MMA-ის მებრძოლის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები