Aa
Aa

მამუკელაშვილი 105 კალათბურთელს შორის - ქართველი დრაფტ-კომბაინზე მიიწვიეს

ESPN-ის ჟურნალისტის, ჯონათან გივონის ინფორმაციით, NBA-მ გუნდებს იმ 105 კალათბურთელის სია გაუგზავნა, რომლებსაც წლევანდელი „დრაფტ-კომბაინის“ გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევენ.

მოთამაშეები ხმის მიცემის შედეგად თავად გუნდებმა შეარჩიეს და მათ შორის „სეტონ ჰოლის“ ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა. როგორც ირკვევა, ეს რიცხვი საბოლოო არაა და შესაძლოა, ახალგაზრდა მოთამაშეთა რაოდენობა 70-მდე ჩამოვიდეს.

The Athletic-ის ინსაიდერის, შემს ჩარანიას ცნობით, „დრაფტ-კომბაინის“ გამართვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმ შემთხვევაში თუ ღონისძიების ჩატარება გადაწყდება, ის სავარაუდოდ, 25 აგვისტოს ჩანიშნული NBA-ის დრაფტის ლატარიის შემდეგ გაიმართება.

ცნობისთვის, „დრაფტ-კომბაინზე“ მიწვეული კალათბურთელები სხვადასხვა სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, NBA-ის გუნდების წარმომადგენლებს პირადად გაესაუბრებიან და მონაწილეობას მიიღებენ ტესტებში, რომელთა დახმარებითაც მათ ათლეტურობასა და სროლის სიზუსტეს შეამოწმებენ. ბოლოს კი, NBA-ის მწვრთნელების, გენერალური მენეჯერებისა და სკაუტების თვალწინ 5-5-ზე კალათბურთს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები