ნეით რობინსონი კრივში მიდის და ჯეიკ პოლის წინააღმდეგ იჩხუბებს
Aa
Aa

ნეით რობინსონი კრივში მიდის და ჯეიკ პოლის წინააღმდეგ იჩხუბებს

12 სექტემბერს, მაიკ ტაისონისა და როი ჯონს ჯუნიორის ბრძოლამდე საინტერესო შერკინებას ვიხილავთ. The Athletic-ის ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, ამავე ღონისძიებაზე NBA-ის ყოფილი კალათბურთელი, ნეით რობინსონი იუთუბერ ჯეიკ პოლს შეერკინება.

„მინდოდა მეჩვენებინა, რომ მსოფლიო დონის ათლეტი ვარ. კოლეჯში ამერიკულ ფეხბურთს ვთამაშობდი, NBA-ში კი 11 წელი გავატარე და კრივში მოგზაურობის დაწყებით აღფრთოვანებული ვარ“, - განაცხადა ნეითმა.

„Triller-თან პარტნიორობით და ძლიერი ათლეტების წინააღმდეგ რინგზე გასვლის შანსის მიღებით გახარებული ვარ, მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ. 12 სექტემბერს ნეითი რინგზე მალევე დაეცემა“, - აღნიშნა ჯეიკ პოლმა.

შეგახსენებთ, რომ ნეით რობინსონი 2005 წლის დრაფტზე 21-ე ნომრად აირჩიეს. იგი ჩატენვების კონკურსის სამგზის გამარჯვებულია და კარიერის განმავლობაში „ნიუ იორკში“, „ბოსტონში“, „ოკლაჰომაში“, „გოლდენ სტეიტში“, „ჩიკაგოში“, „დენვერში“, „კლიპერსში“ და „ნიუ ორლეანში“ უთამაშია.

ჯეიკ პოლს რაც შეეხება, მას კარიერაში ერთი ბრძოლა აქვს გამართული და 2020 წელს იუთუბერი AnEsonGib დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები