მოთამაშეთა განვითარების ლიგა იწყება
Aa
Aa

მოთამაშეთა განვითარების ლიგა იწყება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით აგვისტოს თვეში მოთამაშეთა განვითარების ლიგა გაიმართება. ეს გახლავთ ახალი საკალათბურთო პროექტი, რომლის ანალოგიური ღონისძიებაც აქამდე არ ჩატარებულა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი სეზონებს შორის პერიოდში მოთამაშეებისა და მწვრთნელების აქტივობა, ახალი სეზონისთვის მომზადება და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა იქნება.

განვითარების ლიგის პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება, მანამდე კი სხვადასხვა დეტალების დასაზუსტებლად და ლიგის პირობების კლუბებსა და მოთამაშეებზე მაქსიმალურად მოსარგებად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სუპერლიგის თერთმეტივე გუნდის ხელმძღვანელობა და მოქმედი მწვრთნელები ოლიმპიურ სასახლეში შეიკრიბნენ, სადაც სუპერლიგისა და ფედერაციის ხელმძღვანელობასთან განვითარების ლიგასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს და ძირითად  საკითხებზე შეთანხმდნენ.

განვითარების ლიგაში რეგისტრაცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდზე (www.gbf.ge)  უახლოეს მომავალში განხორციელდება და მის გასავლელად მოთამაშე უნდა დაეთანხმოს ლიგის დებულებაში ასახულ პირობებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები