ევროთასების წილისყრა -
Aa
Aa

ევროთასების წილისყრა - "დინამო თბილისი" განთესილთა შორის იქნება

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში, რომელიც 18-19 აგვისტოს გაიმართება, დინამო თბილისი განთესილთა შორის იქნება.

9 აგვისტოს გასამართი წილისყრა კი მეტოქეს ამ გუნდების ჩამონათვალიდან შეგვირჩევს:

ფოლა ეში (ლუქსემბურგი), იურგოდენსი (შვედეთი), ბუდუჩნოსტი პოდგორიცა (მონტენეგრო), ფლორა (ესტონეთი), დინამო ბრესტი (ბელარუსი), რიგა (ლატვია), კონას ქი ნომედსი (უელსი), კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები), ევროპა (გიბრალტარი), ცელიე (სლოვენია), არარატ-არმენია (სომხეთი), კუპსი (ფინეთი), რეიკიავიკი (ისლანდია), ტირანა (ალბანეთი), სილექსი (ჩრ. მაკედონია), ფლორიანა (მალტა) და წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული, რომელშიც ლინფილდი (ჩრ. ირლანდია), დრიტა (კოსოვო), ტრე ფიორი (სან მარინო) და ანდორის ჩემპიონი ისპარეზებენ

9 აგვისტოსვე გაიმართა ევროპის ლიგის წილისყრა. სადაც საქართველოს „ლოკომოტივი“ ,“საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“  წარადგენს.

სამივე ქართული კლუბი განუთესავთა შორისაა. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები 27 აგვისტოსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები