Aa
Aa

ისტორიაში მესამედ - რომამ 85-წლიანი მაჩვენებელი გაიმეორა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში, „რომამ“ გავარდნილ „სპალს“ სტუმრად 6:1 მოუგო და თავისი ისტორიის 85-წლიანი მაჩვენებელიც გაიმეორა.

„ჯალოროსის“ მხირდან დუბლი ბრუნო პერესმა შეასრულა, თითო-თითო ბურთი კი კალინიჩმა, კარლეს პერესმა, კოლაროვმა და ძანიოლომ შეაგდეს. შედეგად, რომაელებმა სერია A-ს გასვლით მატჩში ერთ მატჩში 6 გოლი ისტორიაში მესამედ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ გუნდს გუშინდელამდე ასეთი რამ 1935 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაკეთებული.

„გლადიატორებმა“ ფერარაში მიღწეული გუშინდელი გამარჯვებით 61 ქულა მოაგროვეს, „მილანს“ 2 ქულით გადაასწრეს და მე-5 ადგილი დაიბრუნეს.

პაულო ფონსეკას გუნდი დარჩენილ 3 ტურში „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორინოსთან“ და „იუვენტუსთან“ გასვლაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები