Aa
Aa

„ყველაფერი, რაც ვიცი, შენ მასწავლე" - ხაბიბმა დუმილი დარღვია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მამის გარდაცვალების შემდეგ დუმილი პირველად დაარღვია. „არწივმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ხსოვნას პატივი მიაგო.

„მამა, ძალიან დაგვაკლდები. შენ ჩემთვის მამა, მეგობარი, ძმა და მწვრთნელი იყავი. შენ მასწავლე ყველაფერი, რაც ვიცი და იმედია, ჩემით კმაყოფილი იყავი“.

შეგახსენებთ, რომ აბდულმანაპი 3 ივლისს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. უფროსი ნურმაგომედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაისის დასაწყისში გაუარესდა, რის შემდეგაც მოსკოვში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას Covid-19 დაუდასტურდა.

აბდულმანაპის გარდაცვალების შემდეგ, ხაბიბის კარიერასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. ცოტა ხნის წინ, UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ „არწივი“ წლეულს იჩხუბებს და ტიტულს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ დიდი შანსია, ხაბიბი ოქტაგონს 2020 წლის ბოლომდე დაუბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები