NBA დაბრუნდა - კლიპერსმა ორლანდო დაამარცხა
Aa
Aa

NBA დაბრუნდა - კლიპერსმა ორლანდო დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. დღეს, უოლტ დისნეის მსოფლიო დასვენების ცენტრში პირველი საჩვენებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ და „ორლანდო მეჯიქი“ დაუპირისპირდნენ.

დოკ რივერსის გუნდი ფავორიტი იყო და ლოს-ანჯელესელებმა სტატუსი გაამართლეს. „კლიპერსმა“ 99-90 მოიგო და დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება გაიფორმა.

„კლიპერსს“ 22 ქულით ლუ უილიამსმა ულიდერა. პოლ ჯორჯმა აქტივში 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. კავაი ლეონარდმა და მარკუს მორისმა კი 9-9 ქულა გაიფორმეს.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. მაიკლ კარტერ-უილიამსმა 16 ქულა ჩააგდო, ხოლო ტერენს როსმა 14 ქულას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ „კლიპერსი“ მომდევნო შეხვედრას 26 ივლისს „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ გამართავს, „ორლანდო“ კი, 22 ივლისს „ლეიკერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები