მოდრიჩი:
Aa
Aa

მოდრიჩი: "დარწმუნებულნი ვიყავით, რომ რონალდუს გარეშეც გავიმარჯვებდით"

მადრიდის „რეალის“ ხორვატმა ათიანმა ლუკა მოდრიჩმა Marca-სთან საუბრისას განვლილი სეზონი შეაფასა და ზინედინ ზიდანის ფაქტორს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ლუკას თქმით, გუნდი რონალდუს გარეშე სათამაშოდ მზად იყო და მათი ამბიციები არ შეცვლილა.

აუცილებელი არ არის იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კრიშტიანუ გუნდისთვის, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ჩვენ არ ჩამოვშლილვართ. რონალდუს წასვლის შემდეგ, ჩვენი ამბიციები უცვლელი დარჩა.

დარწმუნებულნი ვიყავით, რომ გამარჯვებებს მის გარეშეც გავაგრძელებდით.

ზიდანმა მითხრა, რომ ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა. მან სიტუაცია სწორად შეაფასა და ყველა მოთამაშეს დაეხმარა, რომ თავისი შესაძლებლობები წარმოეჩინა.

ჩვენ გასახდელში ყველა კარგი ბიჭია. აქ არ არიან ისინი, ვინც პრობლემებს ქმნიან, ჩვენთან ცუდი ბიჭები არ არიან“.

ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონში გოლის გატანა "რეალის" 21-მა ფეხბურთელმა შეძლო, რაც ზიდანის გენიალურობაზე მეტყველებს. ზიზუმ პრაქტიკულად მთელი გუნდი გამოიყენა და თავის გამოჩენის საშუალება ყველას მისცა.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ პანდემიის შემდეგ „ლეგანესთან“ ფრედ ნათამაშები მატჩის გარდა ყველა შეხვედრა მოიგო და „ბარსელონას“ მიახლოების საშუალება არ მისცა. მადრიდელები 7 სექტემბერს მანჩესტერში „სიტის“ დაუპირისპირდებიან. მათი პირველი ჯახი გვარდიოლას გუნდმა 2:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები