საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი „სპორტსმენი365“
Aa
Aa

საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი „სპორტსმენი365“

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით ქ. ბორჯომში სასატუმრო ,, ოლიმპში“ ჩატარდა საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი „სპორტსმენი365“.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები და მათი მწვრთნელები.

სემინარის პერიოდში სპორტსმენებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და პრეზენტაციები მათი უფლებების, წარმატებული ასპარეზობის, მომავალი კარიერული დაგეგმვის, მენტალური და ფიზიკური სიძლიერის საკითხებზე, სრული ინფორმაცია მიიღეს გარიგებული თამაშების უარყოფით მხარეებსა და საფრთხეებზე.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად არის გაშუქებული სოკ-ის სასწავლო-საინფორმაციო ონლაინ პლატფორმაზე „სპორტსმენი365“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო სპორტსმენთა შორის. აღნიშნული პლატფორმა მოიცავს მრავალფეროვან ინფორმაციას ოლიმპიზმის ძირითად ღირებულებებზე, სპორტსმენთა წარმატებულ მზადებასა და ასპარეზობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარის მიზანია სპორტსმენების უზრუნველყოფა აუცილებელი მასალით, ცოდნის გაღრმავება, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება.სემინარის პერიოდში ასევე განიხილეს კოვიდ-19 პანდემიის მიერ შექმნილი სირთულეები და მათი დაძლევის გზები, მომავალი ოლიმპიადისთვის მზადების საკითხები, დოპინგთან დაკავშირებული თემები და სხვა.

სპორტსმენებს პრეზენტაციები წარუდგინეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა და ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები