ბრესტის 22 წლის ფეხბურთელი სცემეს და ავტომობილი დაუწვეს
Aa
Aa

ბრესტის 22 წლის ფეხბურთელი სცემეს და ავტომობილი დაუწვეს

ლიგა 1-ის ბინადარი „ბრესტის“ 22 წლის მცველს ლორან პიერ-გაბრიელს თავს დაესხნენ, სასტიკად სცემეს და ავტომობილი დაუწვეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.

ამ მომენტისთვის ფეხბურთელი ჰოსპიტალში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას მხოლოდ დაჟეჟილობები აღენიშნება.

2 კვირის წინ „მაინციდან“ იჯარის წესით გაფორმებული ფეხბურთელის საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა ჯერჯერობით ეჭვმიტანილები არ არსებობენ და მათ შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

კლუბი მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და ფეხბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. „ბრესტი“ ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქში ლეგიონერების მიმართ მსგავსი აგრესია არასდროს შეინიშნებოდა.

ფეხბურთელის დამწვარი ავტომობილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები