ჯერარდი სუარესის თვისებებზე:
Aa
Aa

ჯერარდი სუარესის თვისებებზე: "ის პატივს არავის სცემდა...ლუისი ნებისმიერს დაამტვრევდა"

გლაზგოს „რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ლივერპულის“ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა BBC-ისთან ლუის სუარესის თვისებების შესახებ ისაუბრა და გუნდში მისი მისვლის პირველი დღეები გაიხსენა.

„ბევრი ფორვარდი, რომელიც ჩვენ გავიფორმეთ, ისეთ ფეხბურთელებს როგორიც მაგალითად ჯეიმი კარაგერი იყო დიდ პატივს სცემდნენ, თუმცა ლუის სუარესი ვარჯიშებისას პატივს არავის სცემდა.

მალევე, რამდენიმე დღეშივე გახდა ცნობილი, რომ ის „ლივეპრულის“ საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა.

იგი თავისი გუნდელების წინააღმდეგ გადიოდა, მათ ებრძოდა, მე კი ვფიქრობდი - „ეს ის არ არის, რასაც ვარჯიშზე ყოველდღიურად ვხედავთ“. ჩვეულებრივ, თქვენ დიდ პატივისცემას ხედავთ, მაგრამ ლუისი ნებისმიერს დაამტვრევდა და ნებისმიერ მცველს, ნებისმიერ დროს კედელზე ჩამოკიდებდა“.

ლუის სუარესი „ლივერპულში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა. ურუგვაელმა 133 შეხვედრაში 82 გოლი გაიტანა და 47 საგოლე გადაცემა შეასრულა, შემდეგ კი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბარსელონაში“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები