პრობლემები ინდიანაში - პორტლენდთან საბონისი გამოირიცხა, ბითაძისა და ტერნერის თამაში საეჭვოა
Aa
Aa

პრობლემები ინდიანაში - პორტლენდთან საბონისი გამოირიცხა, ბითაძისა და ტერნერის თამაში საეჭვოა

CBSSports-ის ინფორმაციით, „ინდიანას“ 23 ივლისს, „პორტლენდის“ წინააღმდეგ გასამართ საჩვენებელ შეხვედრაში, წინა ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები ექნება.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, გოგა ბითაძემ, მაილს ტერნერმა და დომანტას საბონისმა ორშაბათს გამართული ვარჯიში გამოტოვეს და დიდი შანსია, „ტრეილ ბლეიზერთან“ მატჩი მათ გარეშე ჩატარდეს.

ტერნერისა და ბითაძის ტრავმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩვეული კონდიციების აღსადგენად დაწყებულმა ვარჯიშებმა განაპირობა და სანერვიულო არაფერია, თუმცა „პორტლენდთან“ შესაძლოა მაინც არ ითამაშონ. საბონისს რაც შეეხება, ცნობილია რომ, ლიეტუველი კალათბურთელის დაზიანება უფრო პრობლემატურია და იგი „ტრეილ ბლეიზერსთან“ აუცილებლად იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანა პეისერსი“ მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრას 23 ივლისს გამართავს და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ შეერკინება. ლილარდის გუნდის შემდეგ, „ინდიანა“ 26 ივლისს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ იასპარეზებს. მესამე შეხვედრას კი, მოსამზადებელი ეტაპის ბოლო დღეს, 28 ივლისს გამართავს და „სან ანტონიო სპურსს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები