კობიაშვილი: ''ქომაგებს მატჩებზე დავუშვებთ, თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''ქომაგებს მატჩებზე დავუშვებთ, თუმცა ეს არ მოხდება ქაოტურად''

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ლევან კობიაშვილმა ბრიფინგი გამართა. სფფ-ის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით საქართველოს ჩემპიონატების მატჩებს ქომაგები დაესწრებიან და თითოეულ სტადიონზე შესაბამისი რაოდენობის ქომაგთა დასწრება იქნება შესაძლებელი. მაყურებელთა რაოდენობა სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.

ლევან კობიაშვილი: ''დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, შეხვედრას მეც ვესწრებოდი. ერთ თვეზე მეტია, რაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. პარალელურად სხვა სპორტის სახეობებიც გააქტიურდნენ, თუმცა ამ ეტაპზე სპორტული ღონისძიებები მაყურებელთა გარეშე იმართება.

უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რასაც ყოველთვის ვუსვამ ხაზს, თუმცა ამავდროულად შეზღუდვების მოხსნა ძალიან მნიშვნელოვანია.

სტადიონზე ქომაგთა დასწრების კუთხით მთავრობის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულებაა და მომდევნო დღეებში ეს საკითხი პროტოკოლში შევა. ქომაგთა დასწრება ქაოტურად არ მოხდება, არამედ შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

კონკრეტულ სტადიონზე მისი ტევადობიდან გამომდინარე ქომაგთა განსაზღვრული რაოდენობის დასწრება იქნება შესაძლებელი.''

შეგახსენებთ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა გასულ თვეში განახლდა, ხოლო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 მიმდინარე თვეში. რანგით უფრო დაბალი ლიგის ჩემპიონატები ჯერ არ განახლებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები