ალონსო კარიერას
Aa
Aa

ალონსო კარიერას "ფერარიში" დაასრულებს

"ფერარის" ახალწვეული სებასტიან ფეტელი დარწმუნებულია, რომ იტალიური საჯინიბო ბოლო იქნება მის სარბოლო კარიერაში. 27 წლის გერმანელი "სკუდერიაში" ამ სეზონის წინ გადაბარგდა და კონტრაქტის მიხედვით, იტალიურ მხარესთან სამი წელი აკავშირებს.

"დიახ, სწორედ ასე მიმაჩნია. ახლა არ მინდა რამდენიმე წლით წინ გახედვა, მაგრამ იმ პილოტთა რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც ყოველ წელს იცვლის გუნდებს. სტაბილურობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მახასიათებს", - ამბობს ფეტელი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ოთხი რბოლის გამართვა მოასწრო "ფერარის" ბოლიდით და ერთხელ პირველი მივიდა ფინიშთან. 2015 წლის ჩემპიონატში სებასტიანი მესამე ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ცხელი ამბები